15:37 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ მანესთვის „ჩელსისთან“ ბრძოლას აპირებს

„ნიუკასლი," ლონდონის „ჩელსის," „ბაიერნის" სენეგალელი თავდამსხმელის, სადიო მანეს მოსაპოვებლად ბრძოლაში კონკურენციას გაუწევს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ეკრემ კონური.

„კაჭკაჭები“ მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, ამისდაკვალად, გაძლიერებას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ ორივე გუნდის სკაუტები.

მანე „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. მიმდინარე სეზონში სენეგალელმა მიუნხენელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მანეს კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.118916