ფეხბურთი

10:48 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი „ბაიერნიდან“ გათავისუფლების შესახებ ჭორებს ეხმაურება

„ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა, მისი შესაძლო გადადგომის შესახებ არსებულ ჭორებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, არსად წასვლას ვაპირებ, გაისადაც „ბაიერნში" დავრჩები."- ციტირებს კანის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი პატრიკ შტრასე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქსელ ჰელმანი, რომელსაც მსგავსი პოზიცია უკავია ფრანკფურტის „აინტრახტში,“ კანის შემცვლელ მთავარ კანდიდატად ითვლება.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კანის სამსახურიდან გათავისუფლებისა და ჰელმანის აყვანის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული დროებით კარლ-ჰაინც რუმენიგე დაბრუნდეს ამ თანამდებობაზე.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენური კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დარწმუნებულნი არიან, გუნდში არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა კლუბის საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ოლივერ კანს ეკისრება.

0.115128