ფეხბურთი

1:25 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ზეწოლა არსებობს, მაგრამ რაც უფრო მალე გავხდებით ჩემპიონები, მით უკეთესია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან კომენტარი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ზეწოლას და აღნიშნა, რომ რაც მალე გახდებიან ჩემპიონები, მით უკეთესი იქნება.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა განვიცადეთ ამ წლებში, რაც უფრო მალე გადავდგამთ საბოლოო ნაბიჯს, მით უკეთესი. გვინდოდა, ეს „სალერნიტანასთან“ გაგვეკეთებინა, რადგან ალბათ, შესაფერისი დრო იყო, მაგრამ როდესაც ბოლო ნაბიჯის გადადგმა გიწევს, ყველაფერი მძიმდება. უფრო მეტი ზეწოლაა, რაც არ გვაძლევს საშუალებას ისეთივე თავისუფლები და შემოქმედები ვიყოთ, როგორიც აქამდე ვიყავით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ.

ბიჭები წუხან, რადგან უნდოდათ ფანების გაბედნიერება, ვწუხვართ, რომ ეს ვერ შევძელით. რთული მატჩი იყო, მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ, 1:1-ზეც გვქონდა საგოლე მომენტები. გაშვებული გოლის მომენტში ცოტა გულუბრყვილოდ ვითამაშეთ, დიასთვის დარტყმის დრო არ უნდა მიგვეცა, ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. დიდი სიამოვნების მიღებამდე მხოლოდ ლოდინია დარჩენილი“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 4 მაისს „უდინეზეს“ ესტუმრება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონი გახდება, მაგრამ თუ 3 მაისს, „ლაციო“ „სასუოლოს“ ვერ მოუგებს, „აძური“ მაინც გაჩემპიონდება.

0.111583