ავტოსპორტი

0:20 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანი ფ1-ის კალენდარში 2026 წლამდე დარჩება

აზერბაიჯანმა ფორმულა 1-თან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კალენდარში 2026 წლამდე დარჩება. ეს ინფორმაცია ბაქოში, აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლის დღეს გამოცხადდა.

ბაქო ფორმულა 1-ის კალენდარში 2016 წლიდანაა და მისმა ქალაქის ტრასამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა პილოტებსა და მაყურებლებს შორის. მისი ბულვარის მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სწორია კალენდარში.

ბაქოში მიმდინარე სეზონში პირველი სპრინტ რბოლა გაიმართა. აქამდე ბაქოში რბოლა ორჯერ არავის ჰქონდა მოგებული, მაგრამ პირველმა ეს მექსიკელმა სერხიო პერესმა შეძლო.

„ბაქოს ტრეკმა ფორმულა 1-ში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. ეს გამორჩეული ტრეკია, რომელიც მაყურებელს ყოველთვის სთავაზობს დრამას და საინტერესო სანახაობას. ამიტომ მოხარულნი ვართ, ჩვენს შორის ურთიერთობის გაგრძელება შევძელით“, - ამბობს ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი.

0.117537