„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით აქებდა, ამჯერად ქართველი ფეხბურთელი გააკრიტიკა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს ხვიჩას ჩავარდნა აქვს და უფრო საკუთარი თავისთვის თამაშობს, ვიდრე გუნდისთვის.
„ნაპოლი“ ისე კარგად ვეღარ თამაშობს, როგორც თავიდან თამაშობდა, მაგრამ ახლა შეგვიძლია ამ მოთამაშეების ნაკლოვანობებიც დავინახოთ, რაც არ ჩანდა დადებითი შედეგების დროს. ბოლო პერიოდში რაღაც აღარ ფუნქციონირებს, „ნაპოლიმ“ აჩენა, რომ უძლიერესია, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს ჩავარდნა აქვს. უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობს და არა გუნდისთვის, მაშინაც დრიბლინგის გაკეთებას ცდილობს, როცა ეს საჭირო არაა“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა და დიდი ალბათობით ტიტულს მომდევნო ტურში გაიფორმებს.