ფეხბურთი

16:37 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "რაც მსაჯმა მითხრა, ნორმალური არ არის"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ტოტენჰემთან“ მატჩის (4:3) შემდეგ მთავარი მსაჯი პოლ ტირნი გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა გამარჯვების მომტანი გოლი მეოთხე მსაჯის წინ ემოციურად აღნიშნა და ფეხის დაზიანებაც მიიღო. იურგენმა თქვა, რომ მსაჯი მას კარგად არ მოექცა.

„როგორ შეიძლება მსაჯებს არ დაეფიქსირებინათ სალაჰზე უხეშობა „ტოტენჰემის“ მესამე გოლამდე? ნამდვილად არ ვიცი, პოლ ტირნის რა აქვს „ლივერპულის“ საწინააღმდეგო, მაგრამ მასთან მსგავსი ისტორიები გვაქვს. ის ამბობს, რომ პრობლემა არ აქვს, თუმცა, შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს.

ჩემი ზეიმი გადაჭარბებული იყო, მაგრამ რაც მან მითხრა, როცა ყვითელი ბარათი მიჩვენა, ნორმალური არ არის, ეს არ შეიძლება“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ მეხუთე ადგილზე აღზევდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება და „ნიუკასლთან“ შედარებით თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

0.121608