ფეხბურთი

11:00 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილი ძლიერი ფეხბურთელი, ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი მცველი შეაქო.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ლუკა ჭკვიანი ბიჭი და ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც განვითარება შეუძლია.

„ლოჩოშვილი 4-მცველიან სქემაში უკეთ თამაშობს? ჩემი აზრით, ლუკა ძლიერი ფეხბურთელია, ეს მისი პირველი სეზონია იტალიაში. შესაძლოა არის მომენტები, როცა ყურადღება ეფანტება, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ სურს კონცენტრირებული იყოს, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებული სტილის ფეხბურთიდან მოვიდა. ის ძლიერი მოთამაშეა, ჭკვიანი და სერიოზული ბიჭი, მას მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია“, - თქვა ბალარდინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. „კრემონეზე“ 20 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, „მილანს“ ესტუმრება.

0.114626