ფეხბურთი

10:24 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორი ვარიანტი: რა შემთხვევაში შეიძლება "ნაპოლი" ჩემპიონი მომდევნო ტურში გახდეს

„ნაპოლის“ ზეიმი „სალერნიტანამ“ ჩაუშალა, მაგრამ ფაქტია, რომ ლუჩანო სპალეტის სკუდეტოს მოგებამდე მხოლოდ დრო აშორებს.

„აძურის“ გაჩემპიონება მომდევნო ტურში შეუძლია, თუ 4 მაისს, „უდინეზესთან“ სტუმრად არ წააგებს - ქულაც კი საკმარისი იქნება. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნეაპოლელები უთამაშებლად გაჩემპიონდნენ.

3 მაისს „ლაციო“ „სასუოლოს“ ეთამაშება და მაურიციო სარის გუნდი თუ ვერ გაიმარჯვებს, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდება, შესაბამისად, უდინეში, „დაჩია არენაზე“ მოედანზე უკვე ჩემპიონის რანგში გავა.

ამრიგად, ნეაპოლელთა ფიესტამ, რომელიც რეალურად კარგა ხანია დაწყებულია, ოფიციალური სახე დიდი შანსია რამდენიმე დღეში მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი აქამდე ორჯერ იყო, 1987 და 1990 წლებში, მას შემდეგ ნეაპოლიტანურ გუნდს სერია A არ მოუგია...

0.111422