სერბეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ცრვენა ზვეზდამ“ „ჩუკარიჩკი“ 4:0 გაანადგრა, ირაკლი აზაროვმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ირაკლიმ მე-19 წუთზე ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა და შესანიშნავია ჩაწოდებით მარკო რაკონიჩს ბურთი ცარიელ კარში გაატანინა.
ქართველმა მცველმა „ცრვენა ზვეზდაში“ მე-17 მატჩში პირველი საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბელგრადული გუნდი ცოტა ხნის წინ სერბეთის ჩემპიონი გახდა.