კალათბურთი

22:16 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას სუპერთამაშის მიუხედავად "ვირტუსმა" სერია A-ში მაინც წააგო

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს 29-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ტრევიზოსთან“ გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში 88:89 დამარცხდა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

თორნიკე შენგელიას დიდებული თამაში ჰქონდა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა.

შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო (ტრევიზოელ ადრიან ბანკსთან ერთად), თუმცა, ეს სერჯო სკარიოლოს გუნდს არაფერში წაადგა.

„ვირტუს ბოლონია“ 22 მოგებით და 7 წაგებით პირველ-მეორე ადგილს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 7 მაისს, საკუთარ მოედანზე „ვარეზეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121135