ფეხბურთი

16:34 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" დამარცხდა: "ნაპოლი" ჩემპიონი შეიძლება დღეს გახდეს

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში რომის „ლაციო“ მილანის „ინტერთან“ დამარცხდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება დღესვე შეუძლია.

სანამ ლუჩანო სპალეტის გუნდზე ვიტყოდეთ, ვთქვათ, რომ „ლაციო“ „სან სიროზე“ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა. 30-ე წუთზე ფელიპე ანდერსონმა გახსნა ანგარიში, რის შედეგადაც რომაელები დაწინაურდნენ და კარგა ხანს იგებდნენ, 78-ე წუთამდე.

თუმცა, შემდეგ ლაუტარო მარტინესმა გაიბრწყინა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თუმცა, გადამწყვეტი გოლი მაინც რობინ გოზენსმა გაიტანა, რომელმაც 83-ე წუთზე შეაგდო და სწორედ ეს იყო გარდამტეხი.

ამრიგად, „ლაციოს“ 62 ქულა დარჩა, მეორე ადგილზეა და ისევ 17 ქულით ჩამორჩება „ნაპოლის“, ხოლო „ინტერი“ 57 ქულით დაეწია „მილანსა“ და „რომას“ - ისინი ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან.

„ნაპოლი“ კი „სალერნიტანას“ თუ დაამარცხებს, იტალიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდება. სხვათა შორის, ფრე „ნაპოლის“ ჩემპიონობას დღესვე ვერ გაუფორმებს, რადგან სხვაობა 18 ქულა იქნება, ზუსტად იმდენი, რამდენი ქულაც უნდა გათამაშდეს სეზონის ბოლომდე, ასე რომ, ფორმალურად იარსებებს შანსი, რომ „ლაციო“ დაეწიოს. თანაბარი ქულებით სეზონის დასრულების შემთხვევაში კი, სერია A-ს დებულებით გადათამაშება დაინიშნება.

შესაბამისად, „ნაპოლის“ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოსაგებად დღეს, მხოლოდ 3 ქულა სჭირდება.

„ინტერი“ – „ლაციო“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ფელიპე ანდერსონი (30), 1:1 ლაუტარო მარტინესი (78), 2:1 გოზენსი (83), 3:1 ლაუტარო მარტინესი (90)

0.12276