„ბოხუმისა“ და „დორტმუნდის“ მატჩმა (1:1) დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან „ბორუსიას“ საზიანოდ მთავარმა მსაჯმა საშა შტეგემანმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
მან ერთხელ აშკარა პენალტიც არ დანიშნა „ყვითლების“ სასარგებლოდ, მომენტი VAR-ზეც კი არ შეამოწმა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია, რადგან ეს იყო მატჩი, რომელშიც „დორტმუნდისთვის“ მოგება უმნიშვნელოვანესი გახლდათ. შტეგემანმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.
„გაბრაზებული ვარ მომხდარის გამო. ცუდი განცდით იღვიძებ, რადგან გაბრაზებული ხარ, რომ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღე. პენალტი დასანიშნი იყო, მოედნიდან ეს ვერ დავინახე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დარღვევა არ იყო. VAR-ის ოთახში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო აშკარა შეცდომა, ამიტომ არ მირჩიეს მონიტორთან მისვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსაჯმა სიტუაციები მინდორზე, ვიდეოს გამოყენების გარეშე უნდა მოაგვაროს“, - თქვა შტეგემანმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „დორტმუნდმა“ „ბოხუმთან“ ქულები დაკარგა, ყველაფერი ისევ „ბაიერნის“ ხელში დაბრუნდა, რომელიც სეზონის ბოლომდე დარჩენილ 5-ვე მატჩს თუ მოიგებს, ჩემპიონი გახდება.