„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გუნდში სერხიო ბუსკეტსის დარჩენის სურვილი გამოხატა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისთვის სერხიო საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერი ბუსკეტსზეა დამოკიდებული.
„ბუსკეტსი ჩემთვის საკვანძო, გადამწყვეტი მოთამაშეა. ის ტაქტიკურად სრულყოფილი ფეხბურთელია, იმედია დარჩება, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“, - თქვა ჩავიმ.
მიმდინარე სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება. ესპანური პრესის ცნობით, მას კლუბი ერთი წლით თანამშრომლობის გაგრძელებას სთავაზობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაბერდა ბუსკეცი.არადა მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო.წყანარად აკეთებდა თავის საქმეს.ბოლო წლებში ბუსკეცი ერთ-ერთი მინუსია ბარსასი მიუხედავად იმისა რომ ტვინით დღესაც ბევრს ჯობია