ფეხბურთი

14:57 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ჰარი კეინის შეძენა სურს

ლონდონის „ჩელსი“ ჰარი კეინის შეძენითაა დაინტერესებული. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერის ინიციატორი მაურისიო პოჩეტინოა.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში „ჩელსის“ არგენტინელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს, რომელიც კეინთან „ტოტენჰემში“ 2014-2019 წლებში მუშაობდა. ამიტომაც, სურს, რომ ის ლონდონში გადაიბიროს.

„ტოტენჰემი“ ჰარი კეინს 120 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ „დეზების“ პრობლემა ისაა, რომ ინგლისელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინს „ტოტენჰემში“ 430 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქეთა კარში კი 274 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109256