ფეხბურთი

1:12 | 30.04.2023 | ნანახია 0 - ჯერ

15 წლის იამალის დებიუტი „ბარსელონაში“

დღის გვიან მატჩში „ბარსელონამ“ „ბეტისი“ 4:0 გაანადგურა. კატალონიელებმა ძალიან იოლად მოუგეს მეტოქეს. კრისტენსენმა, ლევანდოვსკიმ და რაფინიამ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, მეოთხე გოლი კი საკუთარ კარში როდრიგესმა გაიტანა.

სტუმრები 33-ე წუთიდან კაცნაკლულები დარჩნენ. მსაჯმა დროის ამ მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა ედგარ გონსალესს.

საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 15 წლის თავდამსხმელ ლამინ იამალს. მან 83-ე წუთზე გავი შეცვალა. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში, ვისაც პრიმერაში უთამაშია.

ჩავის გუნდმა 79 ქულა მოაგროვა და კვლავ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „რეალს.“

„სამეფო კლუბმა“ გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოახდინა „ჟირონასთან’“ სენსაციური მარცხისთვის. თუმცა დაცვაში ამჯერადაც ვერ დაამყარეს წესრიგი. ეგ არის, ამას არანაირად უმოქმედია დაპირისპირების ინტრიგაზე.

შესვენებამდეც ყველაფერი ნათელი გახდა. უკვე მე-17 წუთზე „ალმერიას“ რაიმე შანსი მოჩვენებითი გახდა - ამ დროისთვის მოედანზე დაბრუნებულმა კარიმ ბენზემამ ორჯერ გაიტანა. ფრანგმა თავდამსხმელმა ვინისიუსისა და როდრიგოს პასებით იხეირა.

შესვენებამდე ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. პენალტი დაარტყა ზუსტად, რომელიც ლუკას ვასკესმა მოიპოვა. მერე ერთიც როდრიგომ დაამატა. სტუმართაგან თავი ლაზარომ და ლუკას რობერტონემ გამოიჩინეს.

ახლა „რეალმა" 68 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „ალმერია“ (33) - მეთხუთმეტეზე.

პრიმერა დივიზიონი

32-ე ტური 29 აპრილი

რეალი - ალმერია 4:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0, 2:0, 3:0 ბენზემა (5, 17, 42 პენ), 3:1 ლაზარო (45+1), 4:1 როდრიგო (47), 4:2 რობერტონე (61)

რეალი: კურტუა, ვასკესი, რიუდიგერი, მილიტაო, კამავინგა, ჩუამენი, სებალიოსი, კროოსი (ნაჩო 72), როდრიგო (ასენსიო 72), ბენზემა, ვინისიუსი (კარვახალი 82)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ალმერია: მარტინესი, მენდესი, ჩუმი, ელი, აკიემე (მელერო 75), კოშტა (სენტელიესი 75) , დე ლა ჰოზი (რობერტონე 57), პიგმალი (ეგარასი 57), პორტილიო, ლაზარო, რამაზანი (სუარესი 64)

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ვინისიუსი (37), კამავინგა (74); ლაზარო (66), მენდესი (67)

ბარსელონა - ბეტისი 4:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

1:0 კრისტენსენი (14), 2:0 ლევანდოვსკი (36), 3:0 რაფინია (39), 4:0 როდრიგესი (82 საკ. კარში)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი (ალონსო 59), ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი (ფატი 59), პედრი (კესიე 73), რაფინია (დემბელე 73), ლევანდოვსკი, გავი (იამალი 83)

მწვრთნელი: ჩავი

ბეტისი: სილვა, მონტოია, პესელია, ფელიპე (გონსალესი 12), მირანდა (ხოაკინი 64), როდრიგესი, კარვალიუ, ენრიკე (აკუოკო 46), კანალესი (ხუანმი 75), პერესი (აბნერი 64), ვილიანი

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: კარლოს დელ ერო

გაფრთხილება: გონსალესი (24)

გაძევება: გონსალესი (33)

ელჩე - რაიო ვალეკანო 4:0

1:0 მორენტე (45+1), 2:0 ბოიე (52), 3:0 ფიდელი (53) 4:0 გუმბაუ (72)

გაძევება: ლეჟენი (27) - რაიო ვალეკანო


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:41 | 09.03.2016
BIANCONEROO (124)

სალაჰს და ჯეკოს დააფსას ფეხებზე ტოტიმ თორე დასტოვებდა ზიზუ პოსტს )

16:18 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:19 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:47 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

აბაა ბიჭო მარა ძაან მეეჭვება

12:02 | 09.03.2016
BEERTRANCE (97819)

ბევრი მომენტი გაანიავეს, გუშინდელ თამაშში ეპატიებათ მარა ...

12:06 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

კი, ძალიან ბევრი. 38 დარტყმა ჰქონდათ კარისკენ

11:56 | 09.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:20 | 09.03.2016
datio (885)

ჩემპიონატში უშანსოდ, თასიდან გამოშვებული ... დაისვენეთ და ელოდეთ კენჭისყრას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083631
სარეკლამო ადგილი - 99
X x X