ფეხბურთი

23:46 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის გამო ხელფასების შემცირება „ჩელსიში“ ატმოსფეროს აფუჭებს

The Athletic-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსიში“ ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ხელფასების შემცირების გამო მიკროკლიმატი უარესდება. მიზეზი - ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრაა.

წყაროს ცნობით, იმ ფეხბურთელების შემოსავალი, რომლებიც ტოდ ბოულის დროს ახალ კონტრაქტებზე შეთანხმდნენ, 30%-ით შემცირდება. ეს უარყოფითად აისახება ატმოსფეროზე, რადგან გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა კონტრაქტები წინა ხელმძღვანელობასთან იყო გაფორმებული და არ ითვალისწინებდა ხელფასების შემცირებას.

გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ახალწვეულების (რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი) შეძენის შემდეგ ფეხბურთელებთან ახალ პირობებზე გაფორმდა ხელშეკრულებები. ამ ფეხბურთელების ხელფასები უცვლელი დარჩება.

გუნდში ატმოსფერო კიდევ უფრო იძაბება იმის გამო, რომ ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი კლუბიდან წასასვლელად ემზადება. ყველა მათგანს არ სურს წასვლა, მაგრამ ყველას ესმის, რომ კლუბი მზადაა ფინანსური სტაბილურობისთვის „წმენდა" განახორციელოს და ფეხბურთელების აზრი არ დააინტერესებს.

თეგებიჩელსი
0.124774