ავტოსპორტი

23:07 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა ბაქოს სპრინტი მოიგო

სერხიო პერესმა ამ სეზონში პირველი სპრინტ რბოლა მოიგო. ბაქოში, აზერბაიჯანის დიდ პრიზზე, სპრიტი ახალი ფორმატით პირველად ჩატარდა. გამარჯვებისთვის ბრძოლაში, მექსიკელმა უკან ჩამოიტოვა შარლ ლეკლერი, ვინც შაბათის კვალიფიკაციაც მოიგო და ამიტომ, სტარტი პოულიდან აიღო. მესამე ადგილი კი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა.

რბოლის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერმა, ვისაც 75 ქულა აქვს და პერესს 13 ქულით უსწრებს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სპრინტ რბოლები და ჯორჯ რასელი, ვისთანაც პირველ წრეზე, მესამე ადგილისთვის ბრძოლისას, კონტაქტი ჰქონდა.

მეორე მოსახვევში მომხდარი შეჯახების შედეგად, „რედ ბულის“ რადიატორის კორპუსი დაზიანდა. რასელმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ფერსტაპენმა საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა. რასელი საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

რბოლის შემდეგ რასელმა განმარტა, რომ გზასთან ჩაჭიდება დაკარგა და ინციდენტიც ამის გამო მოხდა. ამაზე ფერსტაპენმა უპასუხა, შემდეგში ჩემგანაც იგივეს ელოდეო.

პერესმა სტარტზევე მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მერვე წრეზე კი ლეკლერსაც გაასწრო და აქედან მოყოლებული, ლიდერის პოზიცია ფინიშამდე შეინარჩუნა.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

სპრინტი

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 33:17.667
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +4.463
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +5.065
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +8.532
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +10.388
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +11.613
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +16.503
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +18.417
  9. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +21.757
  10. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +22.851
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +27.990
  12. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +34.602
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +36.918
  14. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +41.626
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +48.587
  16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +49.917
  17. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +51.104
  18. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +60.621
  19. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 15 წრე
0.113681