ფეხბურთი

18:45 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "მთელი ძალით თამაში მოგვიწევს, ძლიერი და მოტივირებული მეტოქე გვყავს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და მოტივირებული იქნება, ამიტომ, მის შეგირდებს მთელი ძალით თამაში მოუწევთ.

„ხვალ მთელი ძალით თამაში მოგვიწევს, რადგან ძლიერ და მოტივირებულ მეტოქეს ვეთამაშებით. ჩვენ ვიცით, რომელია ჩვენი გზა, ისე უნდა გავაგრძელოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. მხოლოდ ერთი გზა გვაქვს, რომ ხვალ ბედნიერები ვიყოთ. ვიცით, რომ ჩვენთვის, ქალაქისთვის, ყველასთვის უკიდურესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. დიდი ხანია გვინდოდა ეს მომხდარიყო და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თამაშის გადადება ჩვენ არ გვითხოვია. არა მარტო მეტოქისთვის, არამედ ჩვენთვისაც შეიცვალა მოსამზადებელი გეგმა. უბრალოდ, გვინდა გავახაროთ ის ხალხი, ვინც გვიყვარს და რომლებიც აეროპორტში საათობით გველოდებიან. რა დროსაც არ უნდა გვეთამაშა, ორივე გუნდი მოედანზე თავისი მიზნებისთვის გავიდოდა. უსაფრთხოების მიზნით დავთანხმდით თამაშის გადაწევას, ტექნიკური თვალსაზრისით არაფრის შეცვლა საჭირო არ იყო“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ „ინტერს“ თუ ვერ დაამარცხებს, ხოლო „ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ 3 ქულას მოიპოვებს, სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩემპიონობას გაიფორმებს.

0.121572