ფეხბურთი

18:05 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "მაგიდა "ნაპოლისთვის" გაიშალა, მაგრამ იმედია, სკუდეტოს, რაც შეიძლება გვიან იზეიმებენ"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მილანის „ინტერთან“ დაპირისპირება 12:30 საათზე უწევთ (იტალიის დროით - რედ).

როგორც სარიმ აღნიშნა, Lega-მ მაგიდა „ნაპოლისთვის“ გაშალა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ნეაპოლელთა საჩემპიონო ზეიმი ამ კვირაში არ შედგება.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ხალხში არსებობს მოლოდინი, რომ „ინტერთან“ ვერ მოვიგებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს იზეიმებს, თუმცა, რაც შეიძლება გვიან. მაგიდა „ნაპოლისთვის“ გაშალეს, დილის 12:30 საათზე თამაში შეუძლებელია“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ „ინტერს“ თუ ვერ დაამარცხებს, ხოლო „ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ 3 ქულას მოიპოვებს, სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩემპიონობას გაიფორმებს.

0.112424