ფეხბურთი

12:05 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" არცერთი ფეხბურთელი დაბადებული არ იყო, როცა ბოლოს ამ გუნდმა სკუდეტო მოიგო

„ნაპოლი“ ერთ ნაბიჯშია იტალიის ჩემპიონობასთან, ტიტულთან, რომელიც 33 წელია კლუბს არ მოუგია.

საინტერესოა, რომ „აძურის“ შემადგენლობაში არცერთი ფეხბურთელი არ არის, რომელიც 1990 წელს, როდესაც „ნაპოლიმ“ ბოლოს სკუდეტო მოიგო, დაბადებული იყო! ლუჩანო სპალეტის გუნდში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეები მარიო რუი და ჟუან ჟეზუში არიან - ორივე 31 წლისაა.

ამრიგად, „აძურის“ ეს ჩემპიონობა განსაკუთრებულ ელფერს იძენს, მართლაც იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩემპიონი ხდება გუნდი, რომლის არცერთი ფეხბურთელი ბოლო ჩემპიონობისას დაბადებულიც კი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ თუ დაამარცხებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს, „აძური“ იტალიის ჩემპიონი 30 აპრილს გახდება.

0.127683