კალათბურთი

11:25 | 29.04.2023 | ნანახია 2395 - ჯერ

ლებრონის რეკორდი და დევისის საოცარი მატჩი: "ლეიკერსმა" სერია მოიგო და კონფერენციის ნახევარფინალშია (+VIDEO)

NBA-ში დღეს მორიგი მატჩები გაიმართა და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ "მემფისი" სერიაში 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

მეექვსე შეხვედრა ლოს ანჯელესელებმა სოლიდური უპირატესობით, 40-ქულიანი სხვაობით 125:85 იმარჯჯვეს და ყველაფერი გადაწყვიტეს, ახლა კი მეტოქის მოლოდინში არიან, რომელიც „უორიორსისა“ და „საკრამენტო კინგს“ შორის გამარჯვებული იქნება. იმ წყვილში ჯერ 3:3-ია და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა, მე-7 თამაშში გაირკვევა.

"ლეიკერსმა" საგრძნობი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და შესვენებაზე 17-ქულიანი ფორით გავიდა, ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ, მესამე-მეოთხე პერიოდებიც უმაღლესო დონეზე ჩაატარეს, ჯერ 16 ქულიანი, დასკვნითი მეოთხედი კი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.

დევისის შთამბეჭდავმა თავდაცვითმა თამაშმა მეტწილად "მემფისის" შეტევა შეაჩერა. გამოსარჩევია მისი 5 დაფარებაც და ასევე რასელის ხუთი სამქულიანიც, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი იყო. 27 წლის ამერიკელმა 31 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

"ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა, ხოლო ენტოონი დევისს 16 ქულით, 14 მოხსნით და 1 პასთ ორმაგი დუბლი ჰქონდა. მეფემ რეკორდიც დაამყარა და მე-40 სერია გამარჯვებით დაასრულა, ამ შედეგით კი დერეკ ფიშერს გაუთანაბრდა.

დამარცხებულთაგან სანტი ალდამა გამოირჩა. ესპანელმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა, თუმცა მარცხისგან ვერ იხსნა. დიდი დაღი აღნიშნულ თამაშს ჯა მორანტის ჩაგდებულმა თამაშმაც დაუსვა. მან 34 წუთში მხოლოდ 10 ქულა გაახერხა, რასაც 5 მოხსნა და 6 პასიც დაამატა. წინა თამაშებში მორანტი გამორჩეული იყო, ერთ შეხვედრაში კი სულაც 45 ქულა ჩააგდო.

ამროგად, "ლეიკერსი" შემდეგ ეტაპზეა და მეტოქეს ელოდება. "გოლდენ სტეიტისა" და "საკრამენტო კინგსის" ბოლო შეხვედრა კი 30 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (44)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:25 | 01.05.2023
Marco8 (3589)

სტეფ მაკმერფი)) ტიპმა გადაუფრინა საკრამენტოს))

10:15 | 01.05.2023
Milani03 (186)

ბოლო წლების Ჩემი 2 საყვარელი კალაᲗბურᲗელი Შეხვდა და აEარცერᲗია პატარა ბუᲭი რომელიც გავა იმას ვუქიმაგევ ბოლომდე , ეს 2 რო წავა Ძაან დიდ სიცარიელეს დატოვებს,. დევიზიც Ძაან მიყვარს მაგრამ ზოგჯერ ნერვები მეᲨლება ასე მგონია საᲗანადო ყურადᲦებას არ უᲗმიბს საკუᲗარ სხეულს.,ისე ტრავმებს იᲦებს სხვას ვერაფერს ვავრალებ

02:38 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

გოლდენი-ლეიკერსი,დენვერი-ფინიქსი,ბოსტონი-ფილა,ეს სამი წყვილი გამოვიცანი.აი ნიკსი-ჰიტი კი სერიოზულად ავაცილე)))ბაქსი-კავსი ვთქვი

10:10 | 01.05.2023
Milani03 (186)

არამგონია არსებობდეს ადამიანი ვისაც ჰიტის გასვლა გამოეცნო წინასწარ მეტიც 3-1 მეგონა რო ბაქსი გავიდოდა, აი ნიქსი Ძაან მეგონა რო გააგდებდა კლივლენდს მაგრამ მლრდ 4-1 არ ველიდი

02:32 | 01.05.2023
Milani03 (186)

LA in-6

02:36 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

ძაან მაგარი სერია იქნება,პროგნოზზე არაფერს ვიტყვი.შეიძლება სუპერფინალსაც კი აჯობოს დონით.ყოველშემთხვევაში ინტერესი ნაღდად გოლდენ-ლეიკერსს უფრო მეტი აქვს ვიდრე სუპერფინალს ექნება

02:41 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

ნუ რა თქმა უნდა თუ ლეიკერსი-ბოსტონის სუპერფინალი არ დაჯდა.ეგეც ისტორიის გამო იქნება უფრო საინტერესო თორემ დღევანდელობით გოლდენი-ლეიკერსი უფრო ინტერესიანია ვიდრე ლეიკერსი-ბოსტონი.თანამედროვეობის ორი უდიდესი მოთამაშე ხვდება ერთმანეთს და თან ძლიერი გუნდებით

02:22 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

საბონისი გამოისვა ლუნიმ.მაგარი ჯახი გველოდება გოლდენი-ლეიკერსი.საკრამენტო ღირსეული გუნდიც ყოფილა,წაგებაც ღირსეულად მიიღენ.როგორ მიულოცეს მოგება სტეფს გრინს და ზოგადად გოლდენს ფოქსმა მონკმა ბარნსმა და ასე შემდეგ.მართლა მეწყინა ასეთი გუნდის გავარდნა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა.გოლდენი თავისი კლასით,გამოცდილებით,ბევრად წინ დგას მაინც.ფოქსმა და ზოგადად საკრამენტომ რა წინააღმდეგობაც გოლდენს გაუწია ამ სერიაში,ბევრ დიდ კალათბურთელს და უფრო სახელიან გუნდს არ უქნია მაგდენი.ვნახოთ რა იქნება ელეისთან.სტეფის სახით გოლდენს საკმაო ფორა აქვს.ეს არაა ის ძველი კარი ლებრონს რომ ფინალებს ეთამაშებოდა,გაცილებით მაგარია სტეფი დღეს და ლებრონიც აღარაა ისეთი როგორიც მაშინ იყო

01:56 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

სტეფი არის საოცრება.მოუკლა გოლდენმა თამაშს ინტრიგა.კლასმა მაინც თავისი ქნა.საკრამენტოს მადლობა ეკუთვნის ასეთი სეზონისთვის და რაღაც მხრივ შეგეცოდება კიდეც ამ არანორმალურის გუნდს რომ გადაეყარა

00:26 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

ჰიტმა მოუგო ნიკსს.გოლდენი-საკრამენტო ჯერჯერობით კარგი თამაში მიდის და იმედია ბოლომდე ასე იქნება

15:12 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

რეჯი ჯექსონს რატომ არ იყენებს მელოუნი ეგ მიკვირს.8 კაციანი როტაციით თამაშობ და ამდროს რეჯის წამიც არ მიცე,რა ვიცი ცოტა უცნაურია ჩემთვის.მითუმეტეს ათამაშებ კრისტიან ბრაუნს მაგ 8 კაციან როტაციაში რომელიც თუნდაც ბროგდონი არაა.რეჯი არაა სუპერსტარი ან სტარი მაგრამ 15-20 წუთი თავისუფლად შეგიძლია რომ ათამაშო.თან სიღრმესაც გაზრდი გუნდისას,8-ის ნაცვლად 9 კაცი იქნება დატვირთული

16:47 | 30.04.2023
კართაგენი28 (12606)

დღეს ძაან კარგი დაცვა ითამაშა კრისტიან ბრაუნმა

00:25 | 01.05.2023
Kobe Bean (21630)

ხო მაგრამ რეჯი რას დააშავებს?9 კაციანი როტაციაა ყველაზე კარგი.რეჯი ერთ-ერთში შეცვლის მარის.შემტევია გარდია ეგეც.ჩემი აზრით ეგეთი იგროკი მასე სკამზე არ უნდა დაალპო

15:01 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

ლეონარდის ფილასთან 2019-ის მეშვიდე თამაშის გეიმვინერიც გარბენი იყო ათასპროცენტიანი.არ შეიძლება ეგეთი შეცდომების გატარება

14:56 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

ჩარჯების დათვლა უნდა დაიწყონ ნბა-ში,მნიშვნელოვანი კომპონენტია ეგეც დაცვითი კუთხით.ანუ ჩაჭრა-დაფარებებს ითვლიან ისე უნდა ქნან ჩარჯიც

14:52 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

თუმცა ბაქსმაც მარტო მაგ ეპიზოდს არ უნდა დააბრალოს.ჯერერთი არც უნდა მიეყვანათ საქმე მანდამდე და ასევე ოვერტაიმშიც უნდა მოეგოთ.იანისმაც ძაან ბევრი შეცდომა დაუშვა.13 გაფუჭებული ჯარიმა,7 დაკარგვა,უაზროდ აკიდებული სასროლი ფოლები.პოზიციური შეცდომები დაცვაში და ასე შემდეგ.დიდწილად იანისმა წააგო ეგ თამაში

14:48 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=z869UutQkDs')>0?'https://www.youtube.com/watch?v=z869UutQkDs':'https://www.youtube.com/watch?v=z869UutQkDs'))
ეს არის 100 პროცენტიანი ოფენსივ ფოლი.ხელი კრა დამცველს(კონაუტონს) ჯიმბომ.მაგარი ბურთი ჩააგდო მაგრამ ფოლი ფოლია

14:44 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

ისე არავის არ უთქვამს და მე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ იანისის ფანი არ ვარ და არ მიმაჩნია ეგ იგროკი ისე დიდად როგორც ბევრი აჩენს.ბატლერმა როცა ანგარიში გაათანაბრა,მანდ აშკარა ოფენსივ ფოლი იყო.ანუ მეხუთე თამაშს გარანტირებულად ბაქსი მოიგებდა რომ არა სუდიების შეცდომა.მერე რა იქნებოდა არ ვიცი მაგრამ მეხუთე თამაშს იგებდა.მანამდე იყო ბაქსის სასარგებლოდაც შეცდომები და იგივე ჯიმბოც იმსახურებდა სერიის მოგებას მაგრამ ბოლო სროლაზე მასეთი დარღვევა გაატარო,არ შეიძლება.

21:40 | 30.04.2023
O. Mertskhali (8101)

+

14:05 | 30.04.2023
კართაგენი28 (12606)

Ბოსტონმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება ) პირველი რაც ძაან არ მომეწონა დაცვა იყო და მანდ მაგრად უნდა მოუმატონ და მეორე სერიოზული პრობლემა ზედმეტად დიდი დამოკიდებულება პერიმეტრიდან სროლაზე რაც არაა ამ გუნდის კოზირი და წინა სეზონში ესე არ თამაშობდნენ)

14:40 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

ბოსტონს უდოკა აკლია მაგრად,ეს მაცულა-ტრაწულა არ მომწონს)))

14:02 | 30.04.2023
კართაგენი28 (12606)

არ ჩანს ერთი შეხედვით ეს გოლდენი კონფერენციის მომგები და განსაკუთრებით დაცვა არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას , მაგრამ მაინც გოლდენია და ყვლაფრის მიუხედავად ეგენი მგონია კონფერენციას მოიგებენ

13:06 | 30.04.2023
Franco Lambiase (253)

მიუგველაძუებიათ გუშინ ის გველაძუა კაცი.
მაგრამ მაინც შათლახია ეგ ნაბბოდარი კაცი და სულ მცირე 7 თამაში მგონია მაგ სერიაში.
ბრავო დენვერს იდეალურები იყვნენ გუშინ.
დღეს ნიქსის თამაში მაგრად გვკიდია ყველას
და გოლდენი ალბათ მოიგებს, უნდაც ამდენი გამოცდილების ხარჯზე მგმონია რო მოიგებენ ამთამაშს 10-14 ქულის სხვაობით

13:06 | 30.04.2023
Kobe Bean (21630)

კართაგენას სალამი.სად დაიკარგე ჯიგარო?მერე რა რომ გავარდა კლიპერსი და ბაქსი,მაგის გამო რატო უნდა გაუჩინარდე.თან კლიპერსს არ ყავდა კავაი-ჯორჯი და რაღა სერია უნდა მოეგო.მამენტ ბერძენს რომ არ მიეღო ტრავმა და სრული სერია ეთამაშა შეიძლება ბაქსიც არ გავარდნილიყო.ასე რომ არაფერი გაქვს შენ ცუდად ნათქვამი,ისეთი უარი რომ თქვა აქ გამოჩენაზე.ნუ ლეიკერსი არ დააფასე მაგრამ ეგეც არაა კატასტროფა,არ ჩანდა ეს ლეიკერსი 2017 წლის გოლდენსტეიტი.რაც შეეხება დენვერ-ფინიქსს,ძაან მარტივად მოარტყა ნაგეთსმა პირველ თამაშში,დალშე ვნახოთ რა მოხდება.პროგნოზებს მოვერიდები აქაც და ყველგან,იმიტომ რომ მერე მართლა მე თვითონ ვნერვიულობ ხოლმე რომ არ ახდეს ჩემი ნათქვამი და მირჩევნია წყნარად ვუყურო კალათბურთს)))

14:00 | 30.04.2023
კართაგენი28 (12606)

არა უბრალოდ ძაან გატეხილში ვიყავი კავაის და ბერძენის გამო ))

07:02 | 30.04.2023
კართაგენი28 (12606)

Ჩემთვის ძაან გულდასაწყვეტი ფლეიოფია სამწუხაროდ ) ძაან იმედგაცრუებული ვარ , ჯერ კავაის ტრამვა და პლიუს ბაქსის სრული ფიასკო და ერთადერთი ფილას იმედი თუ მექნება ( ობიექტურად ბოსტონია ფავორიტი )
დენვერი მართლა კარგი გუნდია და ობიექტურად გააგდებს ამ ფინიქსს , რომელიც კატასტროფაა დაცვაში და ისედაც ძაან დალაგებული გუნდია დენვერი ) იოკიჩ მარის რო თავი დავანებოთ გორდონს აქვს მაგრად მომატებული ) გუნდის საუკეთესო დამცველია და ადრე თუ მხოლოდ ათლეტიზმი იყო მისი პლიუსი ეხლა ყველა კონპონენტში მომატებული აქვს , გამოასწორა სროლა და რაც მთავარია სწორ , გუნდზე და შედეგზე ორიენტირებულ კალათბურთს თამაშობს )) დენვერი გაივლის ფინიქსს ) დასავლეთში მაინც გოლდენის სუპერფინალი გამისწორდება და საკრამენტო თუ გაიარეს მე პირადად მაინც გოლდენი მგონია ფავორიტი დასავლეთიდან ( ობიექტურად დენვერი ყველაზე ძლიერი გუნდია ))
Ვნახოთ რა ფილას იმედია მაინც მაქვს დ თუ არ უნდა წვერას უსახელოდ დაასრულოს კარიერა დადოს რა მაგარი ფლეიოფი და გავიდეს ))
ჯიმბო საღოლ და ნიქსსაც მოინელებს და ზოგადად ეგ წყვილი მაგარი ჩეხვა იქნება ) სუპერდაცვა და ისედაც ისტორიული მტრობა აქვთ ამ ორ გუნდს

22:11 | 29.04.2023
Milani03 (186)

გოაᲗი არის ის ვინც კონკრეტულად Შენ გინდა რო იყოს ყველას Თავისი გოაᲗი ყავს, აბა ვინ დაადგინა რა კრიტერიუმი ირᲩევა საუკეᲗესო ან რომც ირᲩეოდეს რანაირად იქნება ᲩემᲗვის საუკეᲗესო ადამიანი რომლის ერᲗი სრული ᲗამაᲨიც არ მინახავს არ მქონია ემოცია არ დავუინტერესებივარ კალაᲗბურᲗიᲗ და ბევრი სხვა

18:42 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

მე პირიქით მინდა რომ ჯორდანზე მაგარი გამოჩნდეს ვინმე,ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს და 20 წლიან კარიერას სიამოვნებით ვნახავდი ვინმესას რომელიც ყველაზე დიდი კალათბურთელი გახდება ისტორიაში,მაგრამ არ ჩნდება ჯერ ეგეთი არავინ და მოვიტყუო?

18:37 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

რა შუაშია ჯორდანის ფანი?ან როგორ უნდა ვიყო ჯორდანის ფანი როცა ლაივში ერთი თამაშიც არ მინახავს მაგისი ჩიკაგოში ჩატარებული?ფანი ვისიც ვარ და ვის თამაშებზეც გავიზარდე მიყენია კიდეც იმის ავატარი)))მაგრამ ეგ კაცი ჯერჯერობით ყველასთვის მიუწვდომელია.აწი რა იქნება არ ვიცი.ლებრონმა წელს თუ მოიგო,იქნება ულაპარაკოდ მეორე.როგორც ჯორდანი დგას ყველასგან ცალკე დღეს,ისე დადგება ლებრონიც ყველასგან ცალკე,ოღონდ ჯორდანის ქვემოთ

18:31 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

ჯორდანი ორჯერ გააგდეს ნბა-დან 93-ში და 98-ში თორემ მაგ მიღწევებზე ბევრის მიწერა დაგჭირდებოდათ კიდევ)))ეხლაც ყველას ჯობია მიღწევებით(რომ დავაჯამოთ გუნდური-ინდივიდუალური) და როგორც მოთამაშე ხო საერთოდ ახლოს არ დგას არავინ

18:23 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

ჯორდანი 15 სეზონი ნბა-ში
6 ბეჭედი,6 ფინალების მვპ,5 რეგულარულის მვპ,10 სქორინგი,3 ჩაჭრები,1 როკი,1 დამცველი.პლეიოფში 37 სერიიდან 36-ის სქორინგი გახდა.ერთადერთი სერია როცა მეტოქის იგროკმა ჩააგდო ჯორდანზე მეტი ქულა იყო ბაქსთან 1985-ში,სადებიუტო პლეიოფში.ტერი კამინგსი მაგითაა ისტორიაში შესული)))ჯორდანზე 1 ქულით მეტი ჩააგდო სერიაში.ჯამში 13 პლეიოფი ითამაშა ტიპმა და 12 ქონდა 30+ ქულიანი,ის ერთიც 29-იანი.5 სერია აქვს 40+ ქულიანი პლეიოფში.30 6 5 აქვს რეგულარულის საშუალო,33 6 6 პლეიოფის საშუალო და 34 6 6 ცალკე ფინალის.41 ქულიანი ფინალური სერია აქვს ჩატარებული.24-11 კონკრეტული თამაშების ბალანსი ფინალში,6-0 სერიაში.არასდროს დაჭირვებია მეშვიდე თამაში.მოთამაშე იყო ზღაპარი,ელიტარული დამცველი და შემტევი.მთლიანობაში საუკეთესო ორმხრივი მოთამაშე.იყო ქლაჩი და მაგარი ლიდერი,გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე.მთვრალი,ფხიზელი, მოწამლული,ახალინახნაურები,პახმელიაზე მყოფი,სულ ჯორდანი იყო.ინდივიდუალურად ერთი სეზონიც კი არ ჩაუგდია ტიპს ჩიკაგოში,ფრინავდა)))არ იცით ვინ იყო ჯორდანი და გაჩუმდით)))

20:32 | 29.04.2023
კართაგენი28 (12606)

++++++++ყოჩაღ

18:19 | 29.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

შენ კიდე ბრატ საღოლ, არ გეწყინოს მაგრამ განსხვავებული აზრის მიუღებლობის დიდი პრობლემა გაქვს, და მაგაზე იმუშავე ჯობია, არ გკიდია შენთვის უცნობი ადამიანი რას დაწერს, მე მაგრად მკიდია

18:23 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

მეც ჩემ აზრს გეუბნები,რა პრობლემა გაქვს?)))

18:12 | 29.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ნუ რა ვუყოთ, ყველას ერთნაირი აზრი არ ექნება ყველაფერზე, ბოლო-ბოლო კომუნისტები ხომ არ ვართ

18:06 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

ვათა ფაქ)))რა ჯორდანს ჩაუქროლა ბიჭო)))ფეხბურთი რომ არ იცი გავიგე(პელე და მარადონა ვინააო,ხავი და ინიესტა ჯობიაო.კრისტინა რომ ჯობია ორივესო მაგაზე აღარაა ლაპარაკიო) მაგრამ კალათბურთი საერთოდ არ გცოდნია))))

17:59 | 29.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

და არ დამიწყოთ ეხლა ჯორდანს როგორ შეეხე და მაგაზე ძლიერი არ დაიბადება და ეგეთი რაღაცეები, შეეხო კი არა თავზე გადაამტვია ყველაფერი, უკვე კარგა ხანია ჩაუარა ქორივით

17:49 | 29.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მეფემ დაამტკიცა რომ საიკეთესოა, ჯორდანზეც რათქმა უნდა, ნომერ პირველია ჩემი აზრით

16:49 | 29.04.2023
Milani03 (186)

იმედია გოლდენი გავა, რაც ᲨეიᲫლება რᲗული გზა ლეიკერს Თუ მოგება მოგება იყოს,. აბა საბონისს რო დევისსᲗა წარმოვიდგენ სერიას ინტერესს უკარგავდ

13:55 | 29.04.2023
Milani03 (186)

4 ბლოკი დევის სერიაᲨი საᲨუალოდ და რავი 10 რო ქონდეს ეგეც არ გამიკვირდება.,14-2 ქონდეს დᲦეს დევისის ხელიდან

13:49 | 29.04.2023
Milani03 (186)

დევისზე ააᲦარაფერს ვიტყვი ისედაც Ჩანდა ყველაფერი. პლეიოფᲨი ლებრონის ხელიდან უტევენ 40% რაც საუკეᲗესოა ლიგაᲨი ლებრონი ცუდი დამცველია ეს ნარატივი ამ სერიაᲨიც კი გააქრო.! რეგურალურᲨი არ იწუხებს Თავს და არამარტო ჯეიმსი დევისიც იგივეს აკეᲗებს არ ინდომებს დაცვას ისე როგორც ოლეიოფᲨი და სწოორიცა

13:20 | 29.04.2023
Marco8 (3589)

ეიდი ემვიპიი)) ძალიან მაგარია ტრავმები რო არა ვინ იცის სახელით კიდე სად იქნებოდა... გოლდენი მაგარი უსისხლო იყო დღეს

13:13 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

ძაან აპასნი მეტოქე შეხვდა ფინიქსს.დენვერი არის წლობით ნაშენები გუნდი,ეს გუშინ შეკრეფილი.გუნდური სპორტია კალათბურთი და ეს სხვაობა აუცილებლად გამოჩნდება თამაშების დროს.არ გეგონოთ დენვერი მარტივად გააგდოს ფინიქსმა,თუ საერთოდ გააგდო

13:11 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

ფეხბურთთან შედარებას გავაკეთებ,მითუმეტეს ახალი დამთავრებულია მუნდიალი.ბრაზილია ისე მივიდა მეოთხეფინალამდე რომ რთული თამაში არ ქონია.ამიტომ ვიძახდი ეგენი ვერ გახდებიან ჩემპიონები და ტყუილად ცეკვავს ტიტე და მთელი ბრაზილიათქო.კორეას გადაუარეს და ეგონათ თავი მსოფლიოს ჩემპიონები.არგენტინა ყველა თამაშში წურავდა,სულ ბრძოლაში იყო.შეხვდა მაგ გაბლატავებულ ბრაზილიას ოდნავ ძლიერი ხორვატია და გავარდა ეგრევე.არგენტინასთან უეჭველი გავარდებოდნენ მაგრამ ხორვატიაც კი ეყოთ.ისეა ახლა ეს ფინიქსიც.გამომზევებულ კლიპერსს მოუგენ და ამის გამო N1 ფავორიტია,არაა ეგრე საქმე.ნუ ერთი დიდი სხვაობა არის,ბრაზილიას მხოლოდ ერთი შანსი ქონდა მოგების და აქ 4-მდეა თამაში მაგრამ მაინც არის მსგავსება.არ გვინახავს ეს ფინიქსი ჯერ ძლიერ გუნდთან სერიაში,შესაბამისად ადრეა დასკვნების გაკეთებაც.თან მართლა გუშინ გაკეთებული გუნდია,10 თამაში აქვს დურანტს ნათამაშები მხოლოდ

12:55 | 29.04.2023
Franco Lambiase (253)

ისე როგორ მოხდა სტატია რო დადეს))))))

12:48 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

კავაი-ჯორჯის გარეშე მოთამაშე კლიპერსს მოუგებდა აბსოლიტურად ყველა გუნდი ვინც არის გასული დასავლეთის პლეიოფში და ვინც არ არიან გასულები იქედანაც მოუგებდა რამდენიმე.არ უთამაშია ამ ფინიქსს ჯერ სერიოზული სერია და ითამაშებს დენვერთან,თუ ჯანმრთელი იქნება იოკიჩი და კამანდა

12:44 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

ფინიქსიც ნუ გეგონებათ მასეთი ძლიერი,კავაი-ჯორჯის გარეშე მოთამაშე კლიპერსს მოუგო ტო,2017 წლის გოლდენისთვის ხო არ მოუგია.რა თქმა უნდა ფურცელზე ყველაზე მაგარი შემადგენლობა ყავს მაგრამ მაინც არაა ეგრე მარტივად საქმე.დენვერთან სერიაც ბევრს გამოაჩენს ფინიქსზე

12:41 | 29.04.2023
haudi (1058)

ფინიქსი ბოსტონი ლეიკერსი ამ სამში დარჩება ჩემპიონობა

12:38 | 29.04.2023
Kobe Bean (21630)

წარბას ეს სერია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ მარტო მშრალი სტატისტიკა არაა კალათბურთი.ამ სერიაში აშკარად საუკეთესო იყო დევისი მაგრამ სტატისტიკას რომ ჩახედო ჯეიმსი ჯობია მაინც.ეს ფინალური სერია ყოფილიყო და სტატისტიკის გამო ჯეიმსისთვის მიეცათ ფინალების მვპ,იქნებოდა სირცხვილი

12:36 | 29.04.2023
haudi (1058)

მაგრამ მაინც სანსია მთავარი ფავორიტი მაინც.
ლეიკერსმა კი მართლაც კაი ბენჩი შეკრა ხან ჰაჩიმურას წაუვა ხან შროდერს ხან ბიზლის. ყველა ერთად არ ჩაისვრის. უოქერი რომელსაც შეუძლია სქორინგი წუთებს ვაფშე ვეღარ იღებს ისეთი კონკურენციაა უკანა ხაზში.

მეტის ნახვა
0.131806