„ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ფლორენციული კლუბი „იუვენტუსის“ ბედ არ გაიზიარებს და ვალებში არ ჩაეფლობა.
„იტალიაში სერიოზული პრობლემა გვაქვს შემოსავლებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ არასდროს ვიმუშავებთ ისე, როგორც „იუვენტუსმა“, რომელმაც მილიონობით ვალი აიღო მას შემდეგ, რაც რონალდუ იყიდა. „ფიორენტინას“ გულშემატკივრებს ყოველთვის ერთ პირობას ვაძლევდი: კლუბი არ გაკოტრდება. სანამ მე კლუბში ვარ, ეს კლუბი არასდროს გაკოტრდება და არასდროს მოხდება ის, რაც მოხდა 20 წლის წინ“, - თქვა კომისომ.
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინა“ იტალიის თასის ფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა, გარდა ამისა, კონფერენს ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომლის ნახევარფინალში „ბაზელს“ დაუპირისპირდება.