„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ალეხანდრო გარნაჩოს შენარჩუნება მოახერხა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გარნაჩო „მანჩესტერში“ 2028 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
18 წლის არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.