მადრიდის "ატლეტიკოს" სათადარიგო გუნდს ფერნანდო ტორესი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ტვიტერის გვერდზე Sports Production-ი ავრცელებს.
"წითელ-თეთრებს" ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან ჩაიბარებს. ის ამჟამად "ატლეტიკოს" 19-წლამდელთა ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ტორესი ატლეტიკოში 2001 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც 2015 წელს ისევ ესპანურ კლუბში დაბრუნდა, სადაც სამი წელი გაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია