ფეხბურთი

15:17 | 28.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონატე ბრუნდება, კეიტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა: "ლივერპული" "ტოტენჰემთან" მატჩისთვის ემზადება

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის 34-ე ტურში "ტოტენჰემთან" მატჩის წინ საკადრო მდგომარეობაზე ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, იბრაჰიმა კონატე "დეზებთან" მატჩისთვის მზად იქნება. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და რობერტო ფირმინო კი კვლავ ტრავმირებულები არიან. რაც შეეხება ნაბი კეიტას, 28 წლის ნახევარმცველმა გუნდღან ერთად ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, კონატემ "ვესტ ჰემთან" (2:1) მატჩი გამოტოვა. მის ნაცვლად ჯოელ მატიპმა ითამაშა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.

0.126809