იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „ფიორენტინას“ უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ იყო.
პირველი მატჩი „ფიორენტინამ“ სტუმრად 2:0 მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი იმთავითვე გადადგა, დღეს კი საქმე ბოლომდე მიიყვანა. ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა და თავის გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა. ლოჩო კონკრეტულად იტალიის თასზე პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში, მანამდე შეცვლაზე ითამაშა ფლორენციულ გუნდთან სტუმრად, ხოლო წინა ეტაპზე ტრავმის გამო არ უთამაშია.
24 წლის ქართველ მცველს სათასო ორი თამაშის გარდა, სერია A-ში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ფლორენციის „ფიორენტინა“ თასის ფინალში მილანის „ინტერს“ შეხვდება. მატჩი 24 მაისს, რომში გაიმართება.