ფეხბურთი

20:02 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტრადიციული რიტუალი ნეაპოლში: სერია A-ს გუნდები დამარხეს (+VIDEO)

ნეაპოლში იტალიის ჩემპიონობას ყოველთვის განსხვავებულად აღნიშნავდნენ და მით უფრო ახლა, რადგან ამ ტრიუმფს დიდი ხანი ელოდნენ.

ნეაპოლში, Case Nuove-ს რაიონში კი საინტერესო რიტუალიც ჩაატარეს: სიმბოლურად ცარიელი კუბო დამარხეს, რომელსაც „იუვენტუსის“, „მილანის“, „ინტერის“ და „ტორინოს“ შარფები ამშვენებდა, ხოლო იქვე, ეზოში ჯვარზე გაკრული სერია A-ს დანარჩენი კლუბის ლოგოები იყო.

„საშინელი ტკივილი მთელი იტალიისთვის. ბევრი წლის შემდეგ ჯვარზე გაცვით“, - წერია ბანერზე, რომელიც ნეაპოლში დაამზადეს.

ზოგადად, კუბო ნეაპოლიტანელი ხალხისთვის დაცინვის ერთ-ერთი ტრადიციული ატრიბუტია სპორტული მეტოქეების მიმართ. მსგავსი რამ ნეაპოლში უკვე გააკეთეს 1987 წელს, როცა „ნაპოლიმ“ ისტორიაში პირველად მოიგო სკუდეტო და 2006 წელს, როცა იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.141181