ფეხბურთი

18:34 | 27.04.2023 | ნანახია 341 - ჯერ

მარკო როისმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მარკო როისს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვით გერმანელი ფეხბურთელი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

როისის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს. როისი დორტმუნდში დაიბადა, მშობლიურ გუნდში კი 2012 წელს „გლადბახიდან“ მოხვდა.

მას შემდეგ როისმა „დორტმუნდის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 382 შეხვედრაში 161 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:19 | 27.04.2023
jimibarca (206)

მიდი მარკო მიდი, შენ უნდა აღმართო წელს ვერცხლის სინი, იმსახურებ რომ კარიერა ჩემპიონის ტიტულით დაასრულო.

11:16 | 28.04.2023
sul2 (1775)

როისი მართლა იმსახურებს, რომ დაუფასდეს თავისი ერთგულება

0.130136