რაგბი

13:38 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნატა კურტანიძე | მსოფლიო რაგბის პირველი ქართველი სტიპენდიანტი

საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის მოადგილე, ნატა კურტანიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს სტიპენდიანტი გახდა.

მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქალი-ლიდერების წარმოჩენა და განვითარებაა. ის მათ ეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩინებაში, რის შემდეგაც სულ უფრო მეტი ქალი უნდა გამოჩნდეს საკვანძო პოზიციებზე.

Capgemini, მსოფლიო რაგბის ლიდერობის პროგრამის – „ქალები რაგბიში“ გლობალური პარტნიორიდა მსოფლიო ლიდერი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის დარგში, თამაშობსაქტიურ როლს ქალთა რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში. Capgeminiუკვე ორი წელია ამდიდრებს პროგრამას თავისი გამოცდილებით. ეს პროგრამა არის Capgemini-სა და მსოფლიო რაგბის გარდამტეხი თანამშრომლობის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც Capgeminiასევე გახლავთ მსოფლიო რაგბის გლობალური პარტნიორი 2025 წლის რაგბის მსოფლიო თასზე და ქალთა ახალ საერთაშორისო შეჯიბრზე – WXV-ზე, რომელიც პირველად ამ წლის მიწურულს იწყება და ქალთა რაგბს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

პროფესიული განვითარების ხელშემწყობი დაფინანსების გარდა, წლევანდელი სტიპენდიანტებიასევე ისარგებლებენ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებით Capgemini-ის უნივერსიტეტში, სადაც მათ ექნებათ პერსონალიზებული სასწავლო სესიები და წვდომა ლიდერობისმასტერკლასებზე, ასევე ასობით ონლაინ ტრენინგზე. მსოფლიო რაგბთან ერთად, ყოველწლიური სტიპენდიანტების გამოვლენა მან 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე ამ პროგრამით 61-მა ქალბატონმა გაიღრმავა პროფესიული უნარები და ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებები.

Capgemini- ლიდერობის პროგრამა ქალები რაგბში: 2023 წლის ნაკადი

2023 წელს Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის – „ქალები რაგბში“ სტიპენდიანტები არიან: ანგელა კამილ „ასი“ სან ხუანი (ფილიპინები), ბეატრის ფუტურო მიულბაუერი (ბრაზილია), ფაამოანა ლეილუა (ავსტრალია), ჯულიანა კამპანელა (იტალია), მარია სემსონი (კანადა), მარი სტელა გაკიმა (ბურუნდი), ნატალია კურტანიძე (საქართველო), ნიკოლ ასევედო ტანგერიფე (კოლუმბია), სანაია მეჰტა (ინდოეთი), დოქტორი უნალოტო სილი (ტონგა), ზაკია კულაბაკო (უგანდა) და ჟენია ალენი (სანტა-ლუსია).

მსოფლიო რაგბის ქალთა რაგბის ხელმძღვანელი სალი ჰოროქსი ამბობს: „მოხარულები ვართდავასახელოთ Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის „ქალები რაგბიში“ 2023 წლის სტიპენდიანტები. ქალთა რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, მზად ვართ ხელი შევუწყოთინსპირაციული ლიდერების განვითარებას მოედანზე და მის მიღმა. ეს პროგრამა ჩვენისტრატეგიის ძირითადი ნაწილია და კვლავინდებურად ასრულებს გადამწყვეტ როლს რაგბიში ქალილიდერების წარმატებულ განვითარებაში და რაგბის თამაშის ყველა დონეზე და ყველა ასპექტშიქალების ჩართულობის ზრდაში. Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლისსტიპენდიანტები ისარგებლებენ სწავლის განსაკუთრებული შესაძლებლობებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და ცოდნის გაღრმავებას, რაც აუცილებელია მათი ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის. ეს დადებით გავლენას მოახდენს ქალთა მომავალ თაობებზერაგბიში“.

Capgemini-ს ადამიანური რესურსების მთავარი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ენლებელსი: „Capgemini მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარიშესაძლებლობების პოპულარიზაციას, როგორც ტექნოლოგიაში, ასევე რაგბიში, მოედანზე დამოედანს მიღმა. ჩვენი უნივერსიტეტის მეშვეობით ჩვენ დავეხმარეთ ათასობით ქალს ჩვენსგუნდში, ასულიყვნენ შემდეგ საფეხურზე ბიზნესის სფეროში და ლოგიკურია, რომ ესშესაძლებლობა შევთავაზოთ Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის „ქალები რაგბში“ 2023 წლისსტიპენდიანტებს რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ ქალთა რაგბის განვითარებას. 2022 წლისსტიპენდიანტებისა და ჩვენი გუნდის გამოხმაურება 2022 წლის სასწავლო გამოცდილებაზე ძალიანშთამაგონებელი იყო და გვიჩენს სურვილს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ წელს“.

ნატა კურტანიძე, რომელიც ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის თითქმის სამი ათეული წელია ზრუნავს, აღნიშნავს:

„Capgemini-ს ლიდერობის პროგრამა „ქალები რაგბში“ არის სწავლის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ვიცნობ წინა წლების სტიპენდიანტებს – ჭკვიან, გულანთებულ, ძლიერ და ძალიან ლამაზ ქალბატონებს, რომლებსაც ყველა დაბრკოლების დაძლევა შეუძლიათ. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შანსი მათ რიგებს შევუერთდე. იმედი მაქვს, რომ ცოდნა, რომელსაც ამ პროგრამის წყალობით მივიღებ, გამოადგება ქართულ და საერთაშორისო რაგბს და, რაც მთავარია, მაგალითი იქნება ქართველი გოგონებისთვის და ქალებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება სპორტში. იმიტომ რომ მჯერა – მე თუ ამას მივაღწიე, სხვა გოგონები ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწევენ“.

Capgemini-ს ლიდერობის პროგრამა ქმნის ქალი ლიდერების მზარდ გლობალურ ქსელს სპორტულ სამყაროში. სამოცდაერთმა ქალმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროგრამაში, გააგრძელეს სარაგბო კარიერა წამყვან პოზიციებზე ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზედა გაუზიარეს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობებს.

წინა წლების ერთ-ერთი სტიპენდიანტია როვენა დავენპორტი, 2022 წლის ნაკადის მონაწილე,ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრია და ასევე, ითავსებს მორაგბეთაკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი ადა მილბი, რომელიცპროგრამის პირველი – 2018 წლის ნაკადში მოხვდა. მაჰა ზაუი პროგრამაში მონაწილეობის დასრულებიდან ორი წლის თავზე დაინიშნა ქალთა რაგბის მენეჯერად აფრიკის რეგიონულ ასოციაციაში. სტიპენდიანტი მარჯორი ენია გახდა ბრაზილიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრი, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის რეგიონულ ასოციაციას მსოფლიორაგბის საბჭოში და ასევე არის მსოფლიო რაგბის რეგიონული კომიტეტის ამჟამინდელითავმჯდომარე. 2021 წლის სტიპენდიანტი რებეკა დევისი აირჩიეს ინგლისის რაგბის კავშირისდირექტორთა საბჭოში; ის ახლახან დაბრუნდა მოედანზე მსაჯის ამპლუაში. კანადის ნაკრებისყოფილი მორაგბე და 2018 წლის სტიპენდიანტი დოქტორი არაბა ჩინტო არის მორაგბეთაკომიტეტის თავმჯდომარე და მსოფლიო რაგბის ქალ მორაგბეთა კეთილდღეობის მმართველიჯგუფის თავმჯდომარე.

რაგბის გლობალურ მხარდამჭერს – Capgemini-ს აქვს ისტორიული კავშირი რაგბისთან და რაგბისსპონსორობის ღრმა მემკვიდრეობა. Capgemini არის პირველი გლობალური პარტნიორი, რომელიცაფინანსებს მსოფლიო რაგბს და მის ძირითად კაცთა (2023 წლის მსოფლიო თასი) და ქალთასაერთაშორისო ტურნირებს (2021 წლის მსოფლიო თასი, 2025 წლის მსოფლიო თასი), ასევე HSBC-ს რ-ის მსოფლიო სერიას.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119658