„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა.
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად არ ზრუნავს მესი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ სახის შენარჩუნებაზე. ის მხოლოდ ფინანსური პირობების გამო გადავიდა პარიზულ კლუბში. ისიც კარგად ვიცით, რატომ დატოვა „ბარსელონა,“ უწინდელივით ვეღარ გადაუხადეს.
არ მაინტერესებს 15 საგოლე გადაცემა აქვს თუ 20 ნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როცა „ბენფიკასთან“ რთული მატჩები იყო, პსჟ-ს არც ერთი თამაში მოუგია, ვერ ვნახეთ დიდი მესი და მისი შესანიშნავი თამაში. „ბაიერნთან“ მერვედფინალში ხომ საერთოდ არ ჩანდა.“ - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფულის საჭრელი მანქანაა, გუნდი კი არა
მანდ ყველა თოთქმის ფულის გამო გადადის
მესის კარიერა პსჟში არაფრის მთქმელია. სიტყვა არ უთქვამს რაც მთავარია გადამწყცეტ თამაშებში ... კიდია ეტყობა
ბაიერთან პირველ თამაშში 16 წლის ბიჭებით გამოვიდა გუნდი მინდორზე,პლუს არ იყო მბაპეც და ფორვარდი არ ყავდა გუნდს.მეორე თამაშისთვის დაიმტვრა ნეიმარი.ზოგადად ბევრი პრობლემა ქონდა პსჟ-ს მერვედფინალის დროს ტრავმების კუთხით.ბაიერნი კი არა მასეთ პირობებში შეიძლება ბრიუგეც ვერ გაეგდოთ)))
ბენფიკასთან მესიმ გამოტოვა მე შენ დედას რომ შვც
სახლი გამოტოვა და ვერ მოუგეს მაგის გარეშე,გასვლაზე კი შეუგდო დახატული გოლი რითაც ფრე წამოიღეს.ზუსტად ბენფიკასთან ვერ მოგება გააგდო პსჟ მერვედფინალიდან.ბენფიკას ბადეში რომ ჩასვა პსჟ ფინალში გადიოდნენ.ვინაა ბრიუგე ინტერი და მილანი?
+