ფეხბურთი

11:18 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიტყვა პელე - საუკეთესო

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელის, პელეს სახელი ბრაზილიურ პორტუგალიურ ლექსიკონში სიტყვა - საუკეთესოს სინონიმად შევიდა - წერს ბრაზილიელის ფონდის ოფიციალური ტვიტერი.

პელე 2022 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი 82 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც სამი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუპოვებია (1958, 1962, 1970). ბრაზილიის ნაკრებში თავდამსხმელმა 92 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა. პელემ საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი მშობლიურ ბრაზილიურ „სანტოსში“ გაატარა.

თეგებიპელე
0.133344