„ალ ნასრის“ პორტუგალიელი დიდვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, შეყვარებულთან, ჯორჯინა როდრიგესთან დაშორებასთან ახლოსაა - წერს Ajansspor.
„ჯორჯინა მთელ დღეებს სავაჭრო ცენტრებში ატარებს. ამიტომ მაღიზიანებს. ის ხარჯავს, ხარჯავს და ხარჯავს, სხვას არაფერს აკეთებს.“- ციტირებს წყარო რონალდუს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ და ჯორჯინა არ არიან ოფიციალურად შეუღლებული, მიუხედავად ხანგრძლივი ურთიერთობისა. წყვილს საერთო შვილები ჰყავს.
რონალდუ „ალ ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა არაბულ კლუბში ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.