ფეხბურთი

2:02 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "რაიოსთან" დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში „ბარსელონა“ დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია.

ჩავის გუნდს „რეალის“ მარცხის შემდეგ უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ „რაიო ვალეკანოსთან“ უქულოდ დარჩა. საუკეთესო იყო ალვარო გარსია, რომელმაც დუბლი შეასრულა და კატალონიური გრანდის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მატჩის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „ბარსელონამ“ მეტი ვერაფერი შეძლო.

ამის მიუხედავად „ბარსელონასთვის“ ეს მტკივნეული მარცხი არაა, რადგან სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე „რეალს“ 11 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 29 აპრილს, „ბეტისს“ უმასპინძლებს.

„რაიო ვალეკანო“ – „ბარსელონა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 გარსია (19), 2:0 გარსია (53), 2:1 ლევანდოვსკი (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115934