კალათბურთი

23:20 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და MVP-ს ტიტული "ბილბაოსთან"

ესპანეთის ლიგა ენდესაში 28-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „ბილბაო“ ძალიან იოლად 83:60 დაამარცხა.

პირველივე პერიოდში კანარიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს (25:8), რომელიც მართალია ბასკებმა მეორე მეოთხედში შეამცირეს, მაგრამ მესამე პერიოდი „ტენერიფემ“ 29:13 მოიგო და ნათელი გახდა, რომ გაიმარჯვებდა.

გიორგი შერმადინი ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ქართველმა ცენტრმა 18:42 წუთში 17 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ 21 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 აპრილს, „გრანადას“ ესტუმრება.

0.115194