ფეხბურთი

22:02 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრის" ფანები: "რონალდუ ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერია"

კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრის“ გულშემატკივართა კრიტიკის ობიექტია. მას შემდეგ რაც, „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში „ალ-ვეჰდასთან“ დამარცხდა, პორტუგალიელმა თანაგუნდელებსა და მწვრთნელთან იკამათა.

„ალ-ნასრს“ ბოლო დროს კრიზისი აქვს: საუდის არაბეთის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა, თასის ნახევარფინალში წააგო და ვერც სუპერთასი მოიპოვა. სოციალურ ქსელში კლუბის ფანებისგან რონალდუს მიმართა უარყოფითი კომენტარები ხშირია, არიან ისეთებიც, ვინც წერენ, რომ რონალდუ „ალ-ნასრის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შენაძენია...

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრს“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და დღემდე 14 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11282