ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფების დაკომპლექტების სისტემა შეცვალა. 2015/16 წლების სეზონში პირველ კალათაში განთავსდებიან ევროპის ტოპ-7 საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულები და 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
შედარებისთვის მოგიყვანთ მაგალითს - ეს სისტემა მიმდინარე სეზონში რომ დაენერგათ, პირველ კალათაში რეიტინგის მიხედვით ტოპ-7 საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულები მოხვდებოდნენ და მოქმედი ჩემპიონი:
1. მადრიდის "ატლეტიკო" - ესპანეთი
2. ინგლისი - "მანჩესტერ სიტი"
3. გერმანია - მიუნხენის "ბაიერნი"
4. პორტუგალია - ლისაბონის "ბენფიკა"
5. იტალია - ტურინის "იუვენტუსი"
6. რუსეთი - მოსკოვის ცსკა
7. საფრანგეთი - პსჟ
8. მოქმედი ჩემპიონი - მადრიდის "რეალი"
2014/15 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტი", რომელიც ინგლისის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგის მეორე კალათაში აღმოჩნდა, ხოლო ლონდონის "არსენალი", რომელმაც პრემიერლიგა ბოლოს ათი წლის წინ მოიგო პირველ კალათაში გახლდათ განთესილი.
ახალი სისტემა მიმდინარე სეზონში, რომ დაენერგათ "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი" და მოსკოვის ცსკა ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებოდნენ.
უეფა აქამდე კლუბებს საერთო რეიტინგში დაგროვებული ქულებით განთესავდა, 2015/16 წლების სეზონიდან კი ახალი სისტემა დაინერგება.