ფეხბურთი

21:19 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: მიქაუტაძე კვარაცხელიას კვალს მიჰყვება

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

ტურინული გამოცემა ქართველი ფორვარდის შესახებ წერს, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას კვალზეა.

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში დომინირებს, თითქმის წნეხის გარეშე. საფრანგეთში კი მის კვალს მისი თანამემამულე მიჰყვება. ვისზეა საუბარი? „მეცის“ ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეზე. საფრანგეთშიც ქართულად საუბრობენ. ეს არ არის ფილმის სახელი, არამედ ლიგა 2-ის ისტორია, სადაც მიქაუტაძე ბომბარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს და 7 საგოლე პასიც აქვს. „მეცი“ მისი გოლების წყალობით ლიგა 1-ში აღზევებაზე ოცნებობს. და, წარმოიდგინეთ, რომ საწყის 14 ტურში მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, მას შემდეგ კი აღარ გაჩერებულა. მისმა ყოფილმა მწვრთნელმა სამირ გუემაზიმ ის ალექსანდრ ლაკაზეტსაც შეადარა თამაშის სტილით. არცთუ ისე მაღალია (1/76 სმ), მაგრამ სწრაფია და თანაგუნდელებთან კომუნიკაციაში ყოჩაღი. მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა წარმატების გარეშე. "ბორდოსთან" დუბლის შემდეგ მას ყველა გაფართოებული თვალებით აკვირდება, ისე, როგორც გოლი თვითონ აღნიშნა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108948