საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში თბილისში შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ დამარცხდა.
არადა, თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: გამარჯვების შემთხვევაში საქართველო პრაქტიკულად გაინაღდებდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, ახლა კი ეს შანსი ძალიან მცირეა.
თამაში ტიტე კალანდაძის გუნდის უპირატესობით დაიწყო, ტაიმის შუაწელამდე, ანგარიშში თითქმის მუდმივად ქართველი ხელბურთელები იყვნენ, მაგრამ შემდეგ თამაშის სცენარი შეიცვალა. საბოლოოდ, შვეიცარიის ნაკრებმა 26:19 მოიგო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 1 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი ფავორიტ და ჯგუფის ლიდერ უნგრეთის ნაკრებს 30 აპრილს ესტუმრება.
8 ჯგუფის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე გადის, მაგრამ ბოლო ტურის წინ აქ საქართველო მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და ვინაიდან წინ რთული მატჩია დარჩენილი, ფინალურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება.
საქართველო - შვეიცარია 19:26 (10:14)