„ნაპოლის“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია, რადგან ნიგერიელ ფეხბურთელს ევროპული გრანდები იწვევენ და არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.
გერმანული მედია წერს, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ მისი დამატება სურს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნილი 150 მილიონი ძალიან ეძვირებათ. ფასის დაკლების მიზნით კი, მზად არიან გარიგებაში სადიო მანე ჩართონ. სენეგალელს მიუნხენში კარიერა იდეალურად არ აეწყო, ამიტომაც, მის გასაშვებად მზად არიან.
ოსიმენის შეყვარებული გერმანელია, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სურს, მაგრამ „ნაპოლისთვის“ პრობლემას წარმოადგენს მანეს ძალიან მაღალი ხელფასი, რომელსაც სავარაუდოდ ვერ გადაიხდის. ისე კი, ვიქტორს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ვოლფსბურგში“ ირჯებოდა.
გარდა ამისა, ფრანგული მედია წერს, რომ „პარი სენ ჟერმენსაც“ უნდა ოსიმენის დამატება და მზად არიან „ნაპოლის“ ფულის გარდა, მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი დაუთმონ. აღსანიშნავია, რომ აფრიკელ შემტევს ლიგა 1-შიც აქვს ნათამაშები, „ლილის“ რიგებში.
თავის მხრივ, იტალიური მედია დღეს წერდა, კონტრაქტის ერთი წლით, 2026 წლამდე განახლების შესაძლებლობაზე. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.