ფეხბურთი

18:37 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ლიდერობა გაიმყარა

„დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისის“ წაგებით ისარგებლა და ზედიზედ ორი ფრის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში მოიგო.

გია გეგუჩაძის გუნდი ბათუმში სტუმრის რანგში დაუპირისპირდა „შუქურას“, რომელიც მეორე ტაიმში გატეხა. პირველი ნახევრის ბოლოს ჯოვინო ფლამარიონის ეფექტური გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და ტაიმი მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი ცოტნე ფაცაციამ ანგარიში პენალტით გაათანაბრა, მაგრამ საყაიმო შედეგი მხოლოდ 15 წუთი შენარჩუნდა. ბათუმელებმა გიორგი ზარიასა და თორნიკე კაპანაძის გოლებით 3:1 იმარჯვეს.

„დინამო ბათუმი“ 24 ქულით ლიდერია და 4 ქულით უსწრებს „დინამო თბილისს“, მომდევნო ტურში კი „საბურთალოს“ ესტუმრება. „შუქურა“ 6 ქულით მერვეა და „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

„შუქურა“ – „დინამო ბათუმი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჯოვინო (38), 1:1 ფაცაცია (53, პენ), 1:2 ზარია (68), 1:3 კაპანაძე (82)

0.110643