ფეხბურთი

17:00 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "ერთხელ რონალდუს ვუთხარი, რომ მძულდა"

„რომას“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „იუვენტუსთან“ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა. როგორც მან თქვა, პორტუგალიელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ კრიშტიანუს უთხრა, რომ ბავშვობაში სძულდა.

„კრიშტიანუსთან 3 კარგი წელი გავატარე, გუნდი ძლიერი იყო და მან რაღაც დამატებითიც მოგვცა. მასსა და მესის შორის დაპირისპირება არგენტინაში ძალიან იგრძნობა და ბავშვობაში მე ცალსახად ყოველთვის მესის მხარეს ვიყავი. ერთად თვითმფრინავში ვიყავით, თამაშზე მივფრინავდით, ის ჩემზე წინ იჯდა, მაგრამ ჩემთან მოვიდა ფეხბურთსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. ზოგადად განვიხილავდით ჩვენს ცხოვრებას და ვუთხარი, რომ ბავშვობაში პრაქტიკულად მძულდა. ორივემ გავიცინეთ. ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018-2022 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

0.113427