ფეხბურთი

16:17 | 26.04.2023 | ნანახია 1175 - ჯერ

კასტელანოსი: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ "რეალს" 4 გოლს გავუტანდი"

„ჟირონას“ თავდამსხმელმა ტატი კასტელანოსმა მადრიდის „რეალთან“ შესრულებული პოკერის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მადრიდული გრანდის კარში 4 გოლს გაიტანდა.

„საოცნებო საღამო იყო. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვეთამაშეთ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მადრიდის „რეალს“ 4 გოლს გავუტანდი. გოლებს არგენტინელ ხალხს და არგენტინაში ჩემს ოჯახს ვუძღვნი, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ. „რეალთან“ გოლის გატანაზე ვოცნებობდი, მაგრამ 4 გოლის გატანა არასდროს წარმომედგინა“, - თქვა კასტელანოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტატი კასტელანოსი 76 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის მატჩში „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ პოკერი შეასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064378
1175