ქართველი ქომაგებისგან განსხვავებული საფეხბურთო გემოვნება აქვს პოპულარულ იტალიელ მოდელ ბიანკა ბალტის, რომელიც წარმოშობით ლომბარდიიდანაა და აპენინურ გუნდებს შორის, მისი მშობლიური რეგიონის და ზოგადად ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბს - „მილანს“ ქომაგობს.
მაშინ როდესაც, კამპანიის რეგიონი და სრულიად საქართველო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ გამოვარდნას გლოვობდა, ქალბატონი ბალტი „მილანის“ სხვა ქომაგებთან ერთად, დიდ ზეიმში იყო და შემდეგ ისიც განაცხადა, რომ დარწმუნებულია წელს ლიგას სწორედ მისი საყვარელი გუნდი მოიგებს, წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი პორტუგალიელი ლეაო გახდება.
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ 39 წლის მოყრილი ბიანკა ბალტი თავის საქმეში მართლაც რომ განსაკუთრებულად წარმატებული ქალია. იგი ჯერ ჟურნალ „ფლეიბოის“ სახე, იყო, მერე „კრისტიან დიორისთან“ და „ვალენტინოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამჟამად კი შესამოსელის ბრენდ „მანგოს“ სახედ ითვლება და მისი სახე და ტანი მილანის ყველა ნიფხავ-პერანგის მაღაზიაში შემოგეფეთებათ.