ფეხბურთი

11:03 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" თავდამსხმელი: "არ მაინტერესებს ბომბარდირებში მიქაუტაძეს დავეწევი თუ არა"

„ბორდოს“ თავდამსხმელმა ჯოშ მაჯამ განაცხადა, რომ მისი მიზანი ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძის გადასწრება არ არის. ნიგერიელი ფეხბურთელისთვის მთავარი ლიგა 1-ში აღზევებაა, სადაც კონკურენტი ასევე მიქაუტაძის „მეცია“, რომელსაც ჟირონდელები 1 ქულით უსწრებენ.

„ჩემი მიზანი 20-25 გოლია? არა, მე არ მაქვს კონკრეტული მიზანი. არ მაინტერესებს დავეწევი თუ არა, გიორგი მიქაუტაძეს, არც საგოლე პასების რაოდენობა მაინტერესებს. უბრალოდ მინდა, რომ ლიგა 1-ში გადავიდეთ და გუნდს დავეხმარო, სულ ეს არის“, - თქვა მაჯამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირთა დავაში 19 გოლით ლიდერია და 3 გოლით უსწრებს „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელ ჟან-ფილიპ კრასოს, ხოლო ჯოშ მაჯას, რომელიც დიდი ხანი ლიდერი იყო, 15 გოლი აქვს გატანილი და მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111101