ფეხბურთი

16:20 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო და ადანი: "გატი 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს, VAR-ი მხოლოდ შოუსთვის არსებობს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Bobo TV-ს ეთერში ფედერიკო გატის მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიაზე არასპორტული საქციელის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გაუგებარია VAR-ს ეს ეპიზოდი როგორ გამორჩა, რადგან იტალიელი მცველი გაძევებას იმსახურებდა.

„გატიმ კვარაცხელიას სახეში მუშტი დაარტყა, ეს VAR-მა როგორ ვერ დაინახა? როგორ შეიძლება ვერ გავიგოთ, რომ ეს იყო ისტერიული აქტი, რომლის დროსაც კვარაცხელიას სახეში ურტყამს. ამის ინტერპრეტაცია შეუძლებელია, ეს გაძევებას იმსახურებდა“, - თქვა ადანიმ.

კომენტარი გააკეთა ანტონიო კასანომაც, რომლის აზრით, „იუვენტუსის“ მცველი 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს:

„ჩემი აზრით, VAR-ი უსარგებლოა. ეს მხოლოდ შოუსთვის არსებობს. გატი 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ტურინში „იუვენტუსი“ ჯაკომო რასპადორის გოლით დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რომელიც შეიძლება მომდევნო ტურშივე გაიფორმოს.

0.118979