Fichajes-ის ცნობით, მადრიდის „რეალის" დირექტორთა საბჭომ არ გამორიცხა ნახევარმცველის, აურელიენ ჩუამენის გაყიდვა. მადრიდელები მისი შეძენით უკმაყოფილონი არიან და მიაჩნიათ, რომ ფრანგის გაყიდვა უფრო სასარგებლო იქნება.
გასულ ზაფხულს „რეალმა“ ჩუამენი „მონაკოდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასული კაზემიროს პირდაპირ შემცვლელად მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ სეზონში ნახევარმცველი ძალიან იშვიათად ჩნდება სასტარტო შემადგენლობაში.
კლუბის ხელმძღვანელებს ესმით, რომ 23 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პროგრესი შეუძლია, ამიტომ მასთან განშორებას არ ჩქარობენ. თუმცა თუ ღირსეული შეთავაზება იქნება, დათანხმდებიან.
ჩუამენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „სამეფო კლუბთან“ ფრანგის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.