ფეხბურთი

11:48 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გავიმ ჩავის განუცხადა, რომ კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელებას აპირებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი, კარიერის გაგრძელებას კატალონიურ კლუბში გეგმავს.

Sport-ის ცნობით, ესპანელმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჩავისთან პირად საუბარში დაადასტურა, რომ ზაფხულში წასვლას არსად აპირებს. პირიქით, სურს მრავალი წელი დარჩეს კლუბში, რადგან თავისი როლით კმაყოფილია. მხოლოდ ერთი რამ აღელვებს: რაც შეიძლება მალე მოგვარდეს სიტუაცია მისი კონტრაქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ჩავიმ ნახევარმცველს შეახსენა, რომ მას მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს და „ბარსელონაზე“ უკეთესი მისთვის არცერთი კლუბი იქნება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 წლის ესპანელის შეძენა ილონდონის „ჩელსის“ სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110216