ფეხბურთი

10:03 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ „რომას“ „ატალანტასთან“ მარცხის შესახებ

„რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში „ატალანტასთან" წაგების შემდეგ (1:3) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ტრავმების გამო შეხვედრა ცხრა ფეხბურთელით დავასრულეთ. ერთხელ და ძელსაც მოვარტყით ბურთი. ძალიან მიჭირს ამ გუნდის კრიტიკა. ისინი თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში თამაშობენ. ვფიქრობ, ყველა მწვრთნელს, თუნდაც ყველაზე მდიდარ კლუბებში, პრობლემა ექნება, როცა სათანადო ფეხბურთელები არ არიან. ზოგიერთი გუნდისთვის ეს პატარა პრობლემაა, ჩვენთვის კი დიდი. შეკრული გუნდი გვყავს, რთულ მომენტებში ყოველთვის ერთად ვართ და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებიც ამაყობენ ამ ჩვენით.

ტრავმები დაკავშირებულია მატჩების რაოდენობასთან. დღეს ჩვენ შევეცადეთ დაგვეცვა ის ფეხბურთელები, რომლებიც ხუთშაბათის მატჩის შემდეგ მეტად დაღლილები იყვნენ.“ - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს Reuters.

„რომა“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 56 ქულით მეხუთე ადგილზეა. ლიდერი კი 78-ქულიანი „ნაპოლია.“

0.115438