ფეხბურთი

2:20 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრი" საუდის არაბეთის თასიდან გავარდა

კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრს“ იდეალური პერიოდი არ უდგას და საუდის არაბეთის თასის ფინალშიც ვერ გავიდა.

ნახევარფინალში პორტუგალიელი ვარსკვლავის გუნდი „ალ ვეჰდასთან“ 0:1 დამარცხდა, შედეგად, ფინალში მისი მეტოქე გავიდა. რონალდუ მოედანზე 90 წუთი იყო, მაგრამ თანაგუნდელები მარცხისგან ვერ იხსნა. კრიშტიანუ მატჩის წაგების შემდეგ თანაგუნდელებს და მწვრთნელს ეჩხუბებოდა და უყვიროდა კიდეც.

„ალ-ნასრს“ საუდის არაბეთის ჩემპიონატშიც არ აქვს კარგი ვითარება, რადგან სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მეორე ადგილზეა, ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 3 ქულით ჩამორჩება და კონკურენტთან შედარებით თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრის“ მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.115837