ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ განაცხადა, რომ ფედერიკო გატის ხვიჩა კვარაცხელიასთვის სახეში განზრახ ჩარტყმა არ სურდა. ის ფიქრობს, რომ ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ კვარაცხელია მოულოდნელად დაიხარა, რის გამოც დარტყმა სახეში მოხვდა და არა სხეულის სხვა ნაწილში.
„არ ვიცი, მას რა მოუვიდა. არ მგონია, რომ მისი დაშავება ან მუშტის დარტყმა განზრახ უნდოდა. გატი უფრო მაღალია და ამიტომ პირდაპირ სახეში მოხვდა, კვარაცხელია მოხრილი რომ არ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა“, - თქვა ბარძალიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამზრდელს დავეცი ამათი ჯერ დაუნგრიეს კარიერა მერე ფიბალში რო ყოფილიყო მოვუგებდით სევილიას
სახოს სახო ააძრეს... სულ ტყუილად თან
იმიტომ რომ უეფაა სახოდაკარგული DDDDDDDD